საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იმ­ედი მაქ­ვს, არც ახ­ლა გვი­ღა­ლა­ტებს ის­ტო­რი­ული ალ­ღო!

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ირ­მა რა­ტი­ანი

 

- რა პა­რა­ლელს გა­ავ­ლებ­დით 30–40 წლის წი­ნან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­სა და დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ებ­ას შო­რის?რა არ­ის სა­ერ­თო და გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, თქვე­ნი აზ­რით, ამ ორი სა­ზო­გა­დო­ებ­ისა?

- პა­რა­ლე­ლებ­ზე სა­უბ­არი, ალ­ბათ, რთუ­ლია, გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ 30-40 წლის წინ ქარ­თულ და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ებ­ას სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბი ამ­ოძ­რა­ვებ­და და სხვა­დას­ხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი აფ­იქ­რებ­და. მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ება პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მე­ბის დამ­ხო­ბის, ჩა­კე­ტი­ლი საზღვრე­ბის გახ­სნი­სა და ახ­ალი ტექ­ნო­ლო­გი­ური გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდ­გა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას კი ჯერ კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და რუ­სუ­ლი ოკ­უპ­აცი­ის დაძ­ლე­ვა, შემ­დეგ კი — საბ­ჭო­ეთ­ის დან­გრე­ული იმ­პე­რი­ის უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის გა­და­ტა­ნა ელ­ოდა. დღეს სულ სხვაგ­ვა­რია მსოფ­ლიო. გახ­სნი­ლი საზღვრე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ური რე­ვო­ლუ­ცი­ები, ად­ამი­ან­ური და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გლო­ბა­ლი­ზა­ცია, ამ­ას­თან — ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა დე­ვალ­ვა­ცია, ეკ­ოლ­ოგი­ური კა­ტას­ტრო­ფის გაზ­რდი­ლი ალ­ბა­თო­ბა. ეს სა­ერ­თო ტენ­დენ­ცი­ები მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ებ­ის პა­უს­იხ­სმგებ­ლო­ბე­ბის უნ­იფ­იც­ირ­ებ­ას­აც უწყობს ხელს. უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დღეს, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ებ­ისა, ალ­ბათ, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მის გა­და­ხედ­ვაა, მით უფ­რო, დღეს არ­სე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­აღ­წია კო­რო­ნა­ვი­რუს­მა. უამ­რა­ვი და­ავ­ად­ებ­ული, ხო­ლო — ათ­ას­ობ­ით ად­ამი­ანი გარ­დაც­ვლი­ლია. დღეს სა­ზო­გა­დო­ებ­ას ეძ­ლე­ვა შან­სი — გა­მო­ავ­ლი­ნოს ის­ეთი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჰუ­მა­ნუ­რო­ბა, სო­ლი­და­რო­ბა, თავ­და­დე­ბა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გო­ნი­ერ­ება. ყვე­ლა გა­და­ტა­ნი­ლი გან­საც­დე­ლი ის­ტო­რი­ული გაკ­ვე­თი­ლია. ვოც­ნე­ბობ, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ება, ქარ­თუ­ლიც მათ შო­რის, უფ­რო გო­ნი­ერი და კე­თილ­შო­ბი­ლი გახ­დეს. არ­აფ­ერია ად­ამი­ან­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე უფ­რო ძვირ­ფა­სი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე წერ­და ეგ­ზი­უპ­ერი.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­დის იჩ­ენს ხოლ­მე თავს სო­ლი­და­რუ­ლო­ბის გან­ცდა და სჭირ­დე­ბა თუ არა ამ­ას ორ­გა­ნი­ზე­ბა (13 ივ­ნი­სი, საქ­ველ­მოქ­მე­დო ჯგუ­ფე­ბი – და­ვეხ­მა­როთ მო­ხუ­ცებს და ა.შ)?

- სო­ლი­და­რო­ბის გან­ცდა უცხო არ არ­ის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის, რო­მელ­საც არა­ერ­თი ის­ტო­რი­ული გან­საც­დე­ლი გა­და­უტ­ანია. თუმ­ცა, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში სო­ლი­და­რო­ბას ნამ­დვი­ლად ეს­აჭ­ირო­ება ორ­გა­ნი­ზე­ბა და მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა ინ­იცი­ატ­ივ­ას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია იმ­ის­კენ, რომ ად­ამი­ან­ებ­მა სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ხა­ტოთ ერ­თმა­ნეთს: და­ვეხ­მა­როთ მათ, ვი­საც არ ძა­ლუძს ან კა­ტე­გო­რი­ულ­ად ეკ­რძა­ლე­ბა სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა, ვი­საც არა აქ­ვს შე­მო­სა­ვა­ლი, ვინც ებ­რძვის ქრო­ნი­კულ და­ავ­ად­ებ­ას და ა.შ.. კარ­გის კე­თე­ბის­კენ მო­წო­დე­ბა დღეს ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი ხომ და­მა­ტე­ბით შფოთ­ვებ­საც აჩ­ენს სა­ზო­გა­დო­ებ­აში და, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ის­ეთი და­ფა­რუ­ლი მან­კი­ერ­ება შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს, რაც ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში არ ვლინ­დე­ბა. ამ­იტ­ომ­აც, სო­ლი­და­რო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა, თუნ­დაც პი­რა­დი მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბა, მო­წო­დე­ბა სიმ­შვი­დის­კენ, კე­თილ­გო­ნი­ერ­ებ­ის­კენ, სწავ­ლი­სა და შრო­მის ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ და ბევ­რი სხვა რამ, დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უწ­ევს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას შექ­მნილ არ­ცთუ მარ­ტივ ვი­თა­რე­ბა­ში.

- ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­გორ ფიქ­რობთ, შედ­გა თუ არა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ება?

- ამ ეტ­აპ­ზე ბევ­რი რამ უკ­ვე გა­კეთ­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის სიმ­ტკი­ცის, მონ­დო­მე­ბი­სა და ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­ტა­ნოთ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვლა სკო­ლებ­სა და უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. მე თა­ვად ვარ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი და ვხე­დავ, რო­გო­რი თავ­და­დე­ბით მუ­შა­ობ­ენ ჩე­მი კო­ლე­გე­ბი და რო­გო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი! არც სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობა შე­ჩე­რე­ბუ­ლა. შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტ­მა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში სა­მი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წიგ­ნი მო­ამ­ზა­და გა­მო­სა­ცე­მად და გა­დას­ცა კი­დეც სტამ­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მას­შტა­ბუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­იშ­ალა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რე­ბის, მუ­ზე­უმ­ებ­ის, ფოლ­კლო­რის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ. მსგავ­სი ინ­იცი­ატ­ივ­ები ნამ­დვი­ლად ეხ­მა­რე­ბა სახ­ლებ­ში გა­მო­კე­ტილ ად­ამი­ან­ებს, რა­თა არ იგ­რძნონ სო­ცი­ალ­ური იზ­ოლ­აცია და მარ­ტო­ობა. მე პი­რა­დად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ სსიპ „შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ზე“ და გარ­წმუ­ნებთ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ერ ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე სა­კითხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბი­თა და ყუ­რადღე­ბით მუ­შავ­დე­ბა.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თი­თოეული ად­მი­ნის­ტრცი­ული რგო­ლის ეფ­ექ­ტუ­რი მუ­შა­ობა ახ­ლა უაღ­რე­სად სა­ჭი­როა ქვეყ­ნის­თვის. გან­საც­დე­ლი გა­და­ივ­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­ამ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნ­და აღ­იდ­გი­ნოს ცხოვ­რე­ბის ჩვე­ული რიტ­მი. თუმ­ცა, არ­ის კი­დევ რა­ღაც, რაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და გვე­ვა­ლე­ბა.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და ვალ­დე­ბულ­ნიც ვართ, და­ვა­ფა­სოთ ქარ­თვე­ლი მე­დი­კო­სე­ბის შრო­მა და თავ­და­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ახ­ლა წი­ნა ხაზ­ზე არი­ან და ძალ-ღო­ნე­სა და ენ­ერ­გი­ას არ იშ­ურ­ებ­ენ ად­ამი­ან­ებ­ის სი­ცოცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. და­ვა­ფა­სოთ ამ ჭეშ­მა­რი­ტად ღირ­სე­ული პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­ის ბრძო­ლა თი­თოეული პა­ცი­ენ­ტის­თვის! და­ვა­ფა­სოთ ის ხალ­ხი, ვინც პირ­ბა­დე­ებ­ითა და ხელ­თათ­მა­ნე­ბით შე­ხუ­თუ­ლი გვემ­სა­ხუ­რე­ბა აფ­თი­აქ­ებ­სა და სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებ­ში! მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი! პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვინც ყო­ველ­დღი­ური შრო­მით ინ­არ­ჩუ­ნებს სას­წავ­ლო პრო­ცესს ქვე­ყა­ნა­ში! ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის გა­მარ­თულ მუ­შა­ობ­ას! ის­ინი, ვინც ას­უფ­თა­ვე­ბენ ქა­ლა­ქებს! ის­ინი, ვინც იც­ავ­ენ წეს­რიგს! ის­ინი, ვი­საც საკ­ვე­ბი მო­აქ­ვთ ჩვენ­თვის სახ­ლებ­ში!.. და­ვა­ფა­სოთ!

გარ­და ამ­ისა... ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ უფ­რო გო­ნი­ერ­ები. მო­ვუს­მი­ნოთ, და­ვუ­ჯე­როთ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს, შე­ვას­რუ­ლოთ მი­თი­თე­ბე­ბი...

და­ვა­ფა­სოთ და და­ვუ­ჯე­როთ! ეს არ­ის ჩე­მი გზავ­ნი­ლი. თავს არ ვდებ ექ­სპერ­ტო­ბა­ზე, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ქარ­თველ­თა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა არ­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნა სა­ჭი­რო, კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში. იმ­ედი მაქ­ვს, რომ არც ახ­ლა გვი­ღა­ლა­ტებს ის­ტო­რი­ული ალ­ღო.

ესა­უბ­რა მაია ტო­რა­ძე

თარიღი: 02/04/2020